ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მომუშავე კომისიას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მომუშავე კომისიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია 2018 წლის 14 სექტემბერს შეიქმნა. მას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მიმდინარე წლის პირველ მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
კომისიის მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.