ტერორიზმის საქმეზე შესაძლოა, დღეს მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადოს.
წინა პროცესებზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.
დღეს მხარეები რეპლიკების ეტაპზე გადავლენ, რის შემდეგაც ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. ამის შემდეგ, მოსამართლე სათათბიროდ გავა, ან გადაწყვეტილებას ადგილზე გამოაცხადებს.
გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, რამდენიმე პირი დააკავეს.
დაკავებულთაგან ორს პროკურატურა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობას, ოთხს კი ამ ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობას ედავება. სასამართლო სხდომები უკვე რვა თვეა მიმდინარეობს.