ტერორიზმის საქმეზე დაკავებულთა პროცესზე ბადურ ჩოფანაშვილი იკითხება
ტერორიზმის საქმეზე დაკავებულთა პროცესზე ბადურ ჩოფანაშვილი იკითხება

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესზე, პირველი არხის ინფორმაციით, ბადურ ჩოფანაშვილი იკითხება.

პროცესს ექვსი ბრალდებულიდან ხუთი დაესწრება – შოაიპ ბორზიევი, ანატოლი ბერძენიშვილი, რამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი და ზურაბ იდოიძე. კიდევ ერთი ბრალდებული – რუსლან შავაძე კი ამ დრომდე მიმალვაშია.

შოაიპ ბორზიევსა და რუსლან შავაძეს გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ედავება, ოთხ პირს კი ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ხელშეწყობას. ადვოკატების ინფორმაციით, არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს, თუმცა სასამართლოს ჩვენებას მისცემენ.

საქმეზე დაკავებულია კიდევ ორი პირი – ბადურ ჩოფანაშვილი და ზურიკო გორნაკაშვილი, თუმცა მათი საქმე ცალკე ეპიზოდადაა გამოყოფილი.

ჩოფანაშვილის გარდა, დღეს ხუთი მოწმე დაიკითხება.