ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ბოკო ჰარამი“ ნიგერიაში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო
ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ბოკო ჰარამი“ ნიგერიის ჩრდილოეთში განხორციელებულ მასობრივ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო.
შეიარაღებული პირები ბრინჯის პლანტაციაში მომუშავე ფერმერებს შაბათს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით 76 ადამიანია დაღუპული. თუმცა, დაღუპულთა სამძებრო ღონისძიებები კვლავ გრძელდება.
დაჯგუფება გავრცელებულ სამწუთიან ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ 78 ფერმერი შურისძიების მიზნით მოკლეს, რადგან ფერმერებმა, ერთ-ერთი მათი თანამებრძოლი ნიგერიის არმიას გადასცეს.