ტერორისტების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეებს დახურულ სხდომაზე დაკითხავენ
ტერორისტების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეებს დახურულ სხდომაზე დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტების საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. დღეს დახურულ სხდომაზე მხარეები საიდუმლო მასალებზე იმსჯელებენ და პროკურატურის მოწმეებს დაკითხავენ.

საქმის ამ ეპიზოდზე ბრალდებულია ექვსი პირი. ორ მათგანს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ოთხს კი ამ ორგანიზაციის ხელშეწყობა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ისინი დაეხმარნენ ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასა და შემდგომ გადაადგილებაში.

ბრალდებულები თბილისსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს დააკავეს.