თერჯოლის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ბარათაშვილი, ხოლო სამტრედიაში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი აკაკი მინაშვილი ლიდერობენ
საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად თერჯოლასა და სამტრედიაში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, თერჯოლაში 50,55%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი, გიორგი ბარათაშვილი იმარჯვებს.
რაც შეეხება სამტრედიას, 46,87%-ით „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი, აკაკი მინაშვილი ლიდერობს.
ცესკო-ს მონაცემებით, სულ შუალედურ არჩევნებში 7 925 ამომრჩეველი და რვა კანდიდატი იყო რეგისტრირებული. თითოეულ ოლქში ამომრჩეველს ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდა.