თერჯოლის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ბარათაშვილი, ხოლო სამტრედიაში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი აკაკი მინაშვილი ლიდერობენ

12:55, 29.10.2018

საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად თერჯოლასა და სამტრედიაში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, თერჯოლაში 50,55%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი, გიორგი ბარათაშვილი იმარჯვებს.

რაც შეეხება სამტრედიას, 46,87%-ით „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი, აკაკი მინაშვილი ლიდერობს.

ცესკო-ს მონაცემებით, სულ შუალედურ არჩევნებში 7 925 ამომრჩეველი და რვა კანდიდატი იყო რეგისტრირებული. თითოეულ ოლქში ამომრჩეველს ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდა.

მსგავსი