თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა
თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის დავით სარიშვილის ინფორმაციით, პაციენტების ასაკი 45-დან 82 წლამდე იყო. მისივე თქმით, ყველა პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, მდგომარეობა მძიმე იყო და ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკაში ამ დროისთვის 100-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 16 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა.