თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა
13:26, 27.10.2020
თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, გარდაცვლილები 75 და 83 წლის იყვნენ.
როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, ორივე გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.