თერჯოლის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები და მეზობელი წყალტუბოს საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები და მეზობელი წყალტუბოს საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

კოვიდ19-ით დაინფიცირებული 65 წლის ქალის ოჯახის ოთხი წევრი და ერთი მეზობელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

მათი ტრანსპორტირება სპეციალური მანქანით მოხდა.

ამ დრომდე მიმდინარეობს ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა გოგიაშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულთან უშუალო კონტაქტში მყოფი 19 პირი უკვე იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზლაციაში იმყოფებიან.

65 წლის ქალი კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ გვიან ღამით გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.