თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში ათი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში ათი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება. 50-მდე პირი თვითიზოლაციაში ე.წ. ვანის კლასტერის გამო მოექცა.
სოფლის რწმუნებულის, დავით გოგბერაშვილის ინფორმაციით, ვანში მცხოვრები ინფიცირებული ქალის სიძე, რომელსაც მოგვიანებით თავადაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, თერჯოლაში სოფელ საზანოში სტუმრად იმყოფებოდა. მას კომუნიკაცია ჰქონდა მეზობლებთან, რის გამოც, ისინი თვითიზოლაციაში მოექცნენ და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.
ამასთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს, უნდა გამკაცრდეს თუ არა უსაფრთხოების ზომები თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საიდანაც „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით ერთი პაციენტი გადაიყვანეს. აღნიშნულ მოქალაქეს მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში მყოფებთან შეხება არ აქვს.