თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში სამი პაციენტის კვლევის პასუხს ელოდებიან
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში სამი პაციენტის კვლევის პასუხს ელოდებიან

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სამი პაციენტის კვლევის პასუხს ელოდებიან.

ბოლო 24 საათში აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას ექვსმა მოქალაქემ მიმართა. სპეციალისტების გადაწყვეტილებით, აქედან სამი პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში უკვე გაიგზავნა ლაბორატორიაში. პასუხები სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ამასთან, კლინიკაში გვიან ღამით ორი პაციენტის სინჯის პასუხი მიიღეს და ორივე უარყოფითია, მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.