თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში სამ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე პასუხი უარყოფითია.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
ამასთან, ლადო კეპულაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას ხუთმა ახალმა პაციენტმა მიმართა. მათგან ოთხს სინჯი უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.