თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას ცხელების სიმპტომით ორმა ახალმა პაციენტმა მიმართა.
მათ ანალიზი უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.