თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით სამი ახალი პაციენტია შესული
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით სამი ახალი პაციენტია შესული

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში გასული 24 საათის განმავლობაში ცხელებით სამი პაციენტი შევიდა.

ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სამივე პაციენტს უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზები და ბიოლოგიური ნიმუშები კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.