თერჯოლის ცხელების ცენტრში შეყვანილ შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ცხელების ცენტრში შვიდი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისათვის კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით არც ერთი პაციენტი არ არის შეყვანილი.