თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

კლინიკის დირექტორის, ლადო კეპულაძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ცხელების სიმპტომით ორი პაციენტი შევიდა. მედიკოსებმა მათ აუღეს ანალიზი „კოვიდ-19“-ზე და ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში გაიგზავნა. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.