თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს. სამივე პასუხი უარყოფითია.
გასული 24 საათის განმავლობაში ცხელების სიმპტომით ცენტრში სამი ახალი პაციენტი შევიდა.
კლინიკის დირექტორის, ლადო კეპულაძის ინფორმაციით, მედიკოსებმა სამივეს აუღეს ანალიზი „კოვიდ-19“-ზე და ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში გაიგზავნა. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.