თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს და სამივე პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

კეპულაძის ინფორმაციით, გასული 24 საათის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებას ცხელებით სამმა ახალმა პაციენტმა მიმართა. მათ ანალიზი უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.