თერჯოლის „ცხელების ცენტრში“  საეჭვო სიმპტომების მქონე სამ პაციენტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს
თერჯოლის „ცხელების ცენტრში“  საეჭვო სიმპტომების მქონე სამ პაციენტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს

თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან სამი პაციენტის, მათ შორის ერთი მცირეწლოვანის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი ახალი პაციენტია შეყვანილი.

მათ უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზები და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.