თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ ოთხ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ ოთხ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის პასუხი მიიღეს და ოთხივე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

კეპულაძის ინფორმაციით, სტაციონარში ცხელებით ახალი პაციენტები არ მიუღიათ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 539 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 184 გამოჯანმრთელდა.