თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს და ოთხივე პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
კეპულაძის ინფორმაციით, გასული 24 საათის მანძილზე კლინიკას ცხელების სიმპტომით ორმა პაციენტმა მიმართა. მათ უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზები და ბიოლოგიური ნიმუშები კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 730 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 522 პაციენტი.