თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე პასუხი უარყოფითია.
კლინიკის დირექტორის, ლადო კეპულაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში გასული 24 საათის განმავლობაში ცხელების სიმპტომით მხოლოდ ერთი პაციენტი შევიდა. მედიკოსებმა მას აუღეს ანალიზი „კოვიდ-19“-ზე და ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაში გაიგზავნა. პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.