თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს. ორივე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
კეპულაძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას ცხელებით სამმა ახალმა პაციენტმა მიმართა. მათ ანალიზები უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.