თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ ორ არასრულწლოვანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი არასრულწლოვანი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
კეპულაძის ინფორმაციით, ბავშვები პედიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. გასული 24 საათის მანძილზე კი სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების სიმპტომით ახალი პაციენტები არ შესულან.