თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ მოთავსებულ დედა-შვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან დედა-შვილის ანალიზების პასუხები მიიღეს და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა ლადო კეპულაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ცხელებით ოთხი ახალი პაციენტია შეყვანილი.
მათ შესაბამისი ანალიზები უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.
პასუხები დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.