თერჯოლის ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, ის უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ცხელებით სამი ახალი პაციენტია შეყვანილი, მათ უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზები და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

პასუხები გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.