თერჯოლის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები არ ჰყავთ.