თერჯოლის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ორი პაციენტის პასუხებს ელოდებიან
თერჯოლის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ორი პაციენტის პასუხებს ელოდებიან

თერჯოლის ცხელების ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი პაციენტია შეყვანილი.

კლინიკის დირექტორის, ლადო კეპულაძის ინფორმაციით, ერთი პაციენტი ზესტაფონის მკვიდრი ხანდაზმული ქალია, მეორე კი, საშუალო ასაკის მამაკაცი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია.

პაციენტებს ანალიზები უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს.