თერჯოლის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკას ცხელების სიმპტომით ოთხმა პაციენტმა მიმართა. ოთხივე მათგანს უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზები და ბიოლოგიური ნიმუშები კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.