თერჯოლის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
კეპულაძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას ცხელების სიმპტომით ორმა ახალმა პაციენტმა მიმართა.
მათ ანალიზი უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.