თერჯოლის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან კორონავირუსზე სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე უარყოფითია.
გასული 24 საათის განმავლობაში ცხელების ცენტრში ოთხი პაციენტი შევიდა.
კლინიკის დირექტორის, ლადო კეპულაძის ინფორმაციით, მედიკოსებმა „კოვიდ-19“-ზე ოთხივეს აუღეს ანალიზი და ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში გაიგზავნა.
პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.