თერჯოლის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
კეპულაძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების სიმპტომით ორი პაციენტი შევიდა, ორივეს უკვე აუღეს „კოვიდ-19“-ზე ანალიზი და ლაბორატორიაში გაგზავნეს. ტესტების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.