თერჯოლის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და პასუხები უარყოფითია.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
დირექტორის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების სიმპტომით არც ერთი პაციენტი არ შესულა.