თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს. პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
კეპულაძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში ცხელების სიმპტომით ორი პაციენტია შესული, ორივეს აუღეს „კოვიდ-19“-ზე ანალიზი და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.