თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე უარყოფითია.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა ლადო კეპულაძემ განუცხადა.
კეპულაძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას ცხელებით კიდევ სამი პაციენტი შეემატა, სამივე მათგანი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მათ უკვე აუღეს „კოვიდ-19“-ზე ანალიზი და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.