თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა ლადო კეპულაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მხოლოდ ერთი ახალი პაციენტია შეყვანილი, მას უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზი და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.