თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და პასუხები უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.
ლადო კეპულაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას ცხელებით ორმა პაციენტმა მიმართა. მათ უკვე აუღეს ანალიზები და ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში გაგზავნეს.