თერჯოლის ცხელების ცენტრის ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლის ცხელების ცენტრის ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თერჯოლის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ოთხი ახალი პაციენტია შეყვანილი. მათ უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზები და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.