თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ კიდევ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ოთხის შედეგებს კი დღის ბოლომდე ელოდებიან
თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ კიდევ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ოთხის შედეგებს კი დღის ბოლომდე ელოდებიან

თერჯოლის „ცხელების ცენტრს“ ბოლო 24 საათის განმავლობაში 30-მა პაციენტმა მიმართა.

მათგან ექვსი პაციენტის ანალიზი ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

აღნიშნული ექვსი ნიმუშიდან ორის პასუხი უარყოფითია, ოთხის შედეგებს კი დღის ბოლომდე ელოდებიან.

„რაც შეეხება დანარჩენ 24 პაციენტს, მოხდა მათი ლაბორატორიული და რენდგენოლოგიური კვლევა. სიმპტომებიდან გამომდინარე, მდგომარეობა იყო სტაბილური. ამიტომ პროტოკოლის მიხედვით, მიეცათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ოჯახის ექიმები დააკვირდებიან. როცა არ არის რენდგენოლოგიურად არაფერი საეჭვო და შესაბამისი კვლევებით არ არის სიმპტომები, რომლებიც კოვიდზე ეჭვის მიტანის საშუალებას გვაძლევს, ჩვენ, პროტოკოლის თანახმად, პაციენტს ვაძლევთ რეკომენდაციას, ორი კვირის მანძილზე იყოს თვითიზოლაციაში და მასზე ოჯახის ექიმმა მოახდინოს დაკვირვება“, – განაცხადა კეპულაძემ.