თერჯოლაში ოთხ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თერჯოლაში ოთხ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის სინჯის პასუხი მიიღეს და ოთხივე პასუხი უარყოფითია, ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლადო კეპულაძემ განუცხადა.

კეპულაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას ცხელებით სამმა ახალმა პაციენტმა მიმართა. მათ სინჯები უკვე აუღეს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.