ტერეზა მეიმ თავდაცვის მინისტრი გევინ უილიამსონი თანამდებობიდან გაადააყენა.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მისი გადაწყვეტილების მიზეზი უილიამსონის მიმართ ნდობის დაკარგვა გახდა.
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა მედიას საიდუმლო ინფორმაცია გაანდო, რომელზეც მთავრობის წევრები უშიშროების საბჭოს სხდომაზე მსჯელობდნენ.
საქმე ეხება „ტელეგრაფის“ სტატიას, რომელშიც უილიამსონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჩინურ სატელეკომუნიკაციო კონცერნ „ჰუავეის“ მისცა ნებართვა გაერთიანებულ სამეფოში მეხუთე თაობის მობილური ქსელი დანერგოს.
ტერეზა მეის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი პენი მორდოტი გახდება, რომელიც მანამდე საერთაშორისო განვითარების საკითხების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ ხვალ 2 მაისს, ინგლისსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში მუნიციპალური არჩევნებია დაგეგმილი. ექსპერტების თქმით, ამ არჩევნების შედეგებში გამოჩნდება, რამდენად ენდობიან ამომრჩევლები კონსერვატიულ პარტიას.