ტერეზა მეიმ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, პრემიერის მოვალეობას კი ახალი ლიდერის არჩევამდე შეასრულებს
ტერეზა მეიმ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, პრემიერის მოვალეობას კი ახალი ლიდერის არჩევამდე შეასრულებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დღეს ოფიციალურად დატოვა, თუმცა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას მემკვიდრის დასახელებამდე განაგრძობს.

გადადგომის შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ ორი კვირით ადრე გააკეთა და მწუხარება გამოთქვა, რომ ვერ შეძლო ბრექსიტის პროცესის დასრულება.

კონვერვატიული პარტიის ახალი ლიდერის ვინაობა 22 ივლისისთვის გახდება ცნობილი. მანამდე კი პარტიაში სასურველი კანდიდატების შესარჩევად ფარული კენჭისყრები გაიმართება.