ტერეზა მეიმ „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნების პირობები დაასახელა
ტერეზა მეიმ „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნების პირობები დაასახელა

ტერეზა მეიმ „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნების პირობები დაასახელა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საერთაშორისო ფორუმის „დიდი რვიანის“ ფორმატში გამართვა მანამდეა შეუძლებელი, სანამ რუსეთი სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას არ შეწყვეტს.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამიტის „დიდი რვიანის“ ფორმატად დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ვერ დაიწყება, თუ რუსეთი პოლიტიკას არ შეცვლის.

მანამდე, საერთაშორისო ფორუმში რუსეთის დაბრუნების ინიციატივით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კი უახლოეს მომავალში ინდუსტრიული სახელმწიფოების სამიტის ძველ ფორმატზე გადაყვანის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და იაპონიამ ბლოკიდან რუსეთის გარიცხვა, ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის გამო გადაწყვიტეს.

ოფიციალურმა მოსკოვმა საერთაშორისო ფორუმი 2014 წლის 24 მარტს დატოვა.