ტერეზა მეი - რუსეთმა სხვა გზა არ დაგვიტოვა
ტერეზა მეი - რუსეთმა სხვა გზა არ დაგვიტოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, დასავლეთი ცდილობდა პრობლემების სხვა გზით მოგვარებას, თუმცა გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის პოზიციის გამო, დასავლეთის ქვეყნებს მოქმედების ალტერნატიული სცენარი აღარ დარჩათ.

„ჩვენ ვცდილობდით, გამოგვეყენებინა ყველა შესაძლებლობა, დიპლომატიური არხები, თუმცა ჩვენი ძალისხმევა მუდმივად კრახით სრულდებოდა. იგივე მოხდა მიმდინარე კვირაშიც. რუსეთმა უშიშროების საბჭოში რეზოლუციას ვეტო დადო. ერთადერთი ალტერნატივა რაც დაგვრჩა, ძალის გამოყენება იყო“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სირიაზე დარტყმები განახორციელეს.