ტერეზა მეი მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომას ატარებს
ტერეზა მეი მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომას ატარებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს ქალაქ დუმაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმაზე საპასუხოდ, სირიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს შეუერთდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია BBC ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, ტერზა მეი საპასუხო ზომების მიღებას პარლამენტის თანხმობის გარეშე გეგმავს.

დღეს ბრიტანეთის პრემიერი მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომას ატარებს. განხილვის მთავარი თემა სწორედ სირიაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმაზე ბრიტანეთის პასუხი იქნება.