დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტს შეხვდა. ტერეზა მეისა და ჰასან რუჰანის მოლაპარაკებები გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
ბრიტანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ტერეზა მეიმ ირანში დაკავებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის ბრიტანელი თანამშრომლის გათავისუფლების საკითხი დააყენა. თუმცა, მოლაპარაკებების მთავარი თემა მაინც აშშ-ის მეირ ირანისთვის ხელახლა დაწესებული სანქციები იყო.
ევროკავშირი ცდილობს, შეინარჩუნოს 2015 წელს გაფორმებული ე.წ. ბირთვული შეთანხმება. ანალოგიური პოზიცია აქვს ბრიტანეთსაც.
აღსანიშნავია, რომ ტერეზა მეისა და რუჰანის შეხვედრა, იმის შემდეგ შედგა, როდესაც დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა.