ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ დაწერილი განცხადების გამო გააკრიტიკა
ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ დაწერილი განცხადების გამო გააკრიტიკა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერილი განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც დონალდ ტრამპმა ამერიკის კონგრესის დემოკრატი ქალები გააკრიტიკა.

„საინტერესოა პროგრესული დემოკრატი ქალების ნახვა, რომლებიც ჩამოვიდნენ იმ ქვეყნებიდან, რომელთა მთავრობები სრული კატასტროფა, საშინელება და კორუფციულია. ეს ქალები ხმამაღლა ეუბნებიან ამერიკის მოსახლეობას, როგორ უნდა მოქმედებდეს მთავრობა. რატომ არ ბრუნდებიან უკან და ეხმარებიან დანგრეული, კრიმინალური ადგილების დამაგრებაში? შემდეგ ჩამოვიდნენ და გვითხრან, როგორ შეძლეს ეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად ვისზე საუბრობდა. სავარაუდოდ, ის იმ ოთხ დემოკრატ ქალს გულისხმობდა, რომლებიც პრეზიდენტს, მიგრაციული პოლიტიკის გამო ხშირად აკრიტიკებენ.

ტერეზა მეის თქმით, დონალდ ტრამპის სიტყვები აბსოლუტურად მიუღებელია.