ტერეზა მეი - ბოლო 24 საათის განმავლობაში კონტაქტზე ვიყავი ტრამპთან, მერკელთან და მაკრონთან
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტიურ კონტაქტზე იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, ასევე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პირველ პირთან ემანუელ მაკრონთან.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში მე ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, კანცლერ მერკელს და საფრანგეთის პირველ პირს. ჩვენ შევთანხმდით, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და მოვახდენთ რეაგირებას ამ ბარბაროსულ ქმედებებზე, ასევე, ვიმუშავეთ კოორდინირებულად, რომ დავიცვათ საერთაშორისო წესრიგი, რომლის დარღვევასაც რუსეთი ცდილობს“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ის სხვა ლიდერებთანაც გეგმავს საუბარს. ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.