ტექნოლოგიური კომპანიები ინტერნეტში ექსტრემიზმთან ერთობლივად ბრძოლაზე შეთანხმდნენ
ტექნოლოგიური კომპანიები ინტერნეტში ექსტრემიზმთან ერთობლივად ბრძოლაზე შეთანხმდნენ

ტექნოლოგიური კომპანიები ინტერნეტში ექსტრემიზმთან ერთობლივად ბრძოლაზე შეთანხმდნენ. „გუგლის“, „ფეისბუქის“, „ტვიტერისა“ და „იუთუბის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ექსტრემისტული შინაარსის მასალა მათ პლატფორმებზე არ მოხვდეს.

ამის შესახებ განცხადება მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მენეჯერებმა ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონთან და ახალი ზელანდიის პრემიერთან გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადეს.

„ჩვენ მივიღებთ გამჭვირვალე და მიზანმიმართულ ზომებს, რათა ტერორისტული და ძალადობისკენ მიმართული მასალა ინტერნეტში არ მოხვდეს“, – ნათქვამია კომპანიების განცხადებაში.

გლობალურ ქსელში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმას მხარი დაუჭირა 17-მა ქვეყანამ. მათ შორის საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ახალმა ზელანდიამ, ინდოეთმა, იაპონიამ და ასევე ევროკომისიამ.

ახალი ინიციატივის შესახებ მსოფლიო ლიდერებმა ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მიიღეს, რა დროსაც მეჩეთებზე ექსტრემისტის თავდასხმის დროს 50 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ თავდასხმას ბოროტმოქმედი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“აჩვენებდა.